04:40 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 14:10:13, 964 ნახვა

სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე სოფელ წრომში ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ წრომში დავით გოგალაძე დააკავეს.

ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

"გამოძიებამ დაადგინა,რომ  დავით გოგალაძე მოქალაქეს  დაჰპირდა სახელმწიფოს კუთვნილი 8 ჰა მიწის ფართობის იჯარით სარგებლობაში გადასაცემი აუქციონისათვის  საჭირო პროცედურების დაჩქარებას და დროულად მოგვარებას , რის სანაცვლოდაც  მას  ქრთამის სახით მოსთხოვა და  გამოართვა 2000 ლარი.

გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)",-ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics