18:15 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 20:32:10, 936 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მშენებარე შენობაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

აჭარაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მშენებარე ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა და შესრულებულ სამუშაოს გაეცნო. 

შენობა ბათუმში ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. მასში განთავსდება ულტრათანამედროვე რადიოტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი, რომელთანაც ინტეგრირებული იქნება საქართველოს ყველა ნავსადგურში მოქმედი გემების მოძრაობის მომსახურების სისტემები, რაც სამომავლოდ სააგენტოს საშუალებას მისცემს,  ევროკავშირის ერთიან სისტემაში (SafeSeaNet) ჩაერთოს და  ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს ნებისმიერი გემის გადაადგილების შესახებ მთელი ევროკავშირის მასშტაბით. 

ახალი ადმინისტრაციული შენობა ბევრად უფრო კომფორტულ სამუშაო გარემოს შექმნის და სააგენტოს შესაძლებლობას მისცემს ბევრად უფრო ხარისხიანად, სწრაფად და ეფექტურად მოემსახუროს მეზღვაურებს, გემთბლობელებს და საზღვაო დარგის სხვა წარმომადგენლებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics