18:16 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 18:45:34, 926 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ბათუმში სამშენებლო მასალების საწარმოს ეწვია

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც აჭარაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ბათუმში კომპანია „ხახუტას“ სამშენებლო მასალების მწარმოებელ საწარმოს ეწვია.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ ბიზნესის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში“ შეღავათიანი კრედიტი მიიღო.

საწარმომ თურქეთიდან შეიძინა ახალი ტექნოლოგიური ხაზი, რომლის მეშვეობითაც გაზარდა საკუთარი პროდუქციის ასორტიმენტი. სახელმწიფო პროგრამის დახმარებით შეძენილი მანქანა-დანადგარებით, კომპანია უშვებს მეტალის მაღალი ხარისხის სახურავებს და პროფილებს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებისათვის. პროდუქცია ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, მაგრამ მიმდინარეობს მოლაპარაკება მათი სომხეთსა და აზერბაიჯანში ექსპორტირების მიზნით.

ვიცე-პრემიერმა დაათვალიერა ახლადამუშავებული ტექნოლოგიური ხაზი, გაესაუბრა საწარმოს ხელმძღვანელობასა და პერსონალს. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით, კომპანიაში 30 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 850 ათასი აშშ დოლარია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics