16:30 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 11:47:24, 760 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: არც ერთი თეთრი პრემია არ ამიღია და მიხარია, თუ ჩემს თანამშრომლებს კარგი ხელფასი აქვთ

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ  სახელმწიფო აუდიტის  ანგარიშს ეხმაურება.

ანგარიშის თანახმად, 2014 წელთან შედარებით დანამატების რაოდენობა გაზრდილია.

წულუკიანის თქმით, მას არც შარშან და არც წელს პრემია არ მიუღია. რაც შეეხება თანამშრომლებს, მინისტრის განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებზე დგას სახელმწიფო სისტემა და მას უხარია, თუკი ისინი ფინანსურად უზრუნველყოფილი არიან:

"მე ვიცი,რომ ძალიან გაგიხარდებათ და გეტყვით, რომ არც შარშან, არც წელს არც ერთი თეთრი პრემია არ მიმიღია. რაც შეეხება ჩემს თანამშრომლებს, მე ისინი მყავს 5 600 სისტემაში, თუარ ჩავთვლით პროკურატურას და თუ მათ აქვთ კარგი ხელფასი, მე ეს მხოლოდ მიხარია იმიტომ, რომ მათზე დგას სახელმწიფო სისტემა. ასევე, ხშირად ისინი მხოლოდ ერთნი არიან ოჯახში სამსახურის  მქონენი.არჩენენ ოჯახებს,  შვილებს, მეუღლეებს და ჩვენს ხანდაზმულ თაობას.ამიტომ, მათ ნაცვლად მიხარია, თუკი ისინი უზრუნველყოფილი არიან",- განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
2025 წელს საქართველო წმინდა კრედიტორი გახდა; ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ზეგავლენის მორიგი განახლება
პროკურატურამ ბურჭულაძეს, მის ყოფილ მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო არ გაუფორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics