12:47 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-05 12:16:57, 575 ნახვა

სამხედრო
ვარშავის სამიტამდე თინა ხიდაშელი ავღანეთში ჩავიდა

ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტისთვის მზადების პერიოდში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ჩავიდა და ის ბაზები მოინახულა, სადაც ქართველი ჯარისკაცები ნატოს ეგიდით საერთაშორისო მისიაში მონაწილეობენ.

თინათინ ხიდაშელმა მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძესთან, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ნიკოლოზ აგლაძესთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელ კობა კობალაძესთან ერთად ბაგრამის საავიაციო ბაზა დაათვალიერა. ადგილზე გაეცნო იმ დავალებებს, რომელსაც ქართული ქვედანაყოფები ასრულებენ, მოისმინა ავღანეთში შექმნილი მდგომარეობა და პირადად გაესაუბრა ჯარისკაცებს.

„დავიწყეთ ვიზიტი ავღანეთში. ჩვენ ყოველი როტაციის დროს ვცდილობთ ჩამოვიდეთ ავღანეთში, მოვინახულოთ ბიჭები და ადგილზე გავიგოთ, რა კონკრეტული საკითხები აქვთ გადასაწყვეტი, რამე პრობლემა ხომ არ არსებობს. მოვისმინოთ, მივიღოთ ის სიამოვნება, რომელიც ყოველთვის გველოდება ავღანეთში, ისტორიები ჩვენი ბიჭების წარმატების შესახებ, მადლობები, რომლებსაც მუდმივად ამბობენ ჩვენი პარტნიორები. ასევე შეხვედრები გვაქვს გენერლებთან იმისათვის, რომ RSM-ის მისიის შესახებ ვიმსჯელოთ. საქართველო ამ მისიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი და მონაწილეა. ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩვენი თანამონაწილეობით მიიღება. ვარშავის სამიტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, სწორედ, RSM-ის მისიაა და სამიტამდე მნიშვნელოვანი იყო, რომ ადგილზე, აქაურ გენერლებთან საუბრით შეგვეჯერებინა პოზიციები,“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ავღანეთში ვიზიტის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ყველა იმ სამხედრო ბაზას ესტუმრება, სადაც ქართული ბატალიონებია განთავსებული და RSM-ის მისიის ხელმძღვანელ გენერლებს შეხვდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics