|
2016-06-02 16:59:10, 962 ნახვა
ეკონომიკა
სოფელ ბაზალეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსი მოეწყობა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ბესტ გრუპს“ საინვესტიციო ვალდებულებით 113 000 ლარად დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაზალეთში მდებარე 1249.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები საკუთრებაში გადასცა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უძრავ ქონებაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსი მოეწყობა. საინვესტიციო პირობების მიხედვით აღნიშნულ ტერიტორიაზე ინვესტორი 10 ნომრიან სასტუმროს განათავსებს, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ადმინისტრაციული შენობით, საკონფერენციო და ფიტნეს დარბაზებით. ამასთან, შპს „ბესტ გრუპი“ მის საკუთრებაში, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, არსებულ უძრავ ქონებაზე 14 ნომრიანი სასტუმროს ფუნქციონირების დაწყების ვალდებულებასაც იღებს. კომპანია ჯამში არანაკლებ 170 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტი ხელს შეუწყობს ბაზალეთის ტბის მიმდებარედ ტურიზმის განვითარებას.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)