|
2015-02-26 14:35:43, 333 ნახვა
საზოგადოება
თეთრიწყაროს რაიონში ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში, ახლადდამონტაჟებული ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დაათვალიერა. სამინისტროს ინფორმაციით, მეტეოროლოგიური სადგური გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, თეთრიწყაროს რაიონში დღემდე, მეტეოროლოგიური დაკვირვებები ვერ ხორციელდებოდა, რის გამოც ამინდისა და კლიმატური ინფორმაციული მომსახურების უზრუნველყოფა შეუძლებელი იყო. „ახლადდამონტაჟებული თანამედროვე სტანდარტების ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დღე-ღამის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში გაზომავს და მონაცემებს ჰაერის ტემპერატურის, ტენიანობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების, მოსული ნალექების ინტენსივობის და რაოდენობის, ასევე ატმოსფერული წნევის შესახებ, ინფორმაციის დამუშავების ცენტრს გადასცემს. თეთრიწყაროში ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის არსებობა მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისათვისაც, სამეურნეო საქმიანობისთვის“, - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)