18:40 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 13:33:11, 1022 ნახვა

სამართალი
ნიკა გვარამია პრეზიდენტს მიმართავს: გამოიღვიძეთ და შეასრულეთ კონსტიტუციური ვალდებულება

"რუსთავი2"-ის გენერალური  დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯომარეს და სახალხო დამცველს მიმართავს:

"უნდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს, გამოიღვიძეთ, მეგობრებო, აქ ხდება არნახული უსამართლობა, აქ საფუძველი ეყრება არ ამხოლოდ საქართველოში დემოკრატიის ჩახშობას, არამედ სამოქალაქო დაპირისპირებას, გამოიღვიძეთ და შეასრულეთ თქვენი კონსტიტუციური ვალდებულება. პრემიერ-მინისტრისთვის მიმართვას აზრი არ აქვს, საერთოდ არსებობს თუ არა გვავიწყდება პერიოდულად", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"რუსთავი2"-ის ინტერესების დამცველებმა მოსამართლეთა აცილება მოითხოვეს, თუმცა არ დაკმაყოფილდა. საბოლოოდ, მოსამართლეთა კოლეგიამ განაცხადა, რომ შუამდგომლობები  აღარ მიიღება და მოპასუხე მხარეს მიმართა, სააპელაციო საჩივრის განხილვა დაეწყოთ.

"რუსთავი2"-ის საჩივარი  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას ეხება,  რომლითაც ტელეკომპანიის  წილის 100%  ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics