|
2016-05-30 21:39:17, 934 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ დავით ახალაიას, გერონტი ალანიას და იოსებ თოფურიძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
"სააპელაციო სასამართლომ დავით ახალაიას, გერონტი ალანიას და იოსებ თოფურიძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა" - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მარტს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც დავით ახალაია, გერონტი ალანია და იოსებ თოფურიძე დამნაშავედ არიან ცნობილი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის III ნაწილით და განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვის ვადით. ”სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2005 წლის 5 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა დავით ახალაიამ, მის მოადგილესთან იოსებ თოფურიძესთან, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსთან- გერონტი ალანიასთან, ოლეგ მელნიკოვთან და კუდ-ის სხვა თანამშრომლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ „მოდულის“ შენობაში, დავით ახალაიას სამუშაო ოთახში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შს სამინისტროს მოქმედ პოლიციის თანამშრომლებს, იმ მოტივით, რომ თითქოს პოლიციის თანამშრომლებმა 2005 წლის 2 იანვარს, რესტორან ,,ძველ სახლში“ შს მინისტრის ივანე მერაბიშვილის მეუღლეს თაკო სალაყაიას უხეშად მიმართეს. დავით ახალაიას, იოსებ თოფურიძესა და გერონტი ალანიას მიმართ განაჩენი დაუსწრებლად დადგა, ვინაიდან ისინი თავს არიდებენ მართლმსაჯულებას და მათზე გამოცხადებულია ძებნა”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)