|
2016-05-28 10:43:13, 902 ნახვა
სამართალი
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული. „შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის ხუთმა მცხოვრებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა. სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 4113 საბრძოლო ვაზნა, 3 კილო და 700 გრამი ტროტილი, 75 ხელყუმბარა, 6 გადაჭრილი თოფი, 1 თვითნაკეთი პისტოლეტი, 1 თვითნაკეთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 8 ქვეითსაწინააღმდეგო ჭურვი, 5 მჭიდი, 39 ამფეთქი ფალია, 7 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 17 საკვამლე კოჭა, 8 ფეთქებადი ჭურვი და 3 სასიგნალო რაკეტა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)