15:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 10:43:56, 897 ნახვა

სამართალი
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხურჩაში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხურჩაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც მისიის განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს, 19 მაისს, ადმინისტრაციულ საზღვარზე, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მომხდარ სროლის ფატალურ შემთხვევას, რომლის შედეგადაც ადგილობრივი მამაკაცი დაიღუპა.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს, 19 მაისს, ადმინისტრაციულ საზღვარზე, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მომხდარ სროლის ფატალურ შემთხვევას, რომლის შედეგადაც ადგილობრივი მამაკაცი დაიღუპა.

წინასწარი შეფასებით, რომელიც ადგილობრივი თვითმხილველების მონათხრობს ეყრდნობა, უსაფრთხოების სფეროში მოქმედი სტრუქტურების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა გადმოკვეთეს ხიდი აფხაზეთის მხრიდან თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე და სროლა განახორციელეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აამოქმედა ცხელი ხაზი და  ხელს უწყობს ინფორმაციის გაცვლას. ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გამოძიება  ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე მიმდინარეობს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გმობს ამ ფატალურ შემთხვევას. ჩვენ ვუსამძიმრებთ და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმყოფება ადგილზე, აკვირდება ვითარებას, აგროვებს ინფორმაციას და მას ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გადასცემს. მისია დარჩება ადგილზე იქ სადაც ამისი საჭიროება იქნება, მანამ სანამ მოცემული საჭიროება შენარჩუნდება.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს უმოკლეს ვადაში ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება და მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელთაც შესაძლოა სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიონ.

აღნიშნული ინციდენტი კიდევ ერთხელ მიუთითებს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სასწრაფო აღდგენის აუცილებლობაზე“, - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics