22:02 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-14 22:42:32, 757 ნახვა

სამართალი
გოგუაძე: ეს იყო ძალადობა პარლამენტზე, კონსტიტუციაზე და ძალადობა ყველაფერ დემოკრატიულზე

"ეს იყო ძალადობა პარლამენტზე, კონსტიტუციაზე და ძალადობა ყველაფერ დემოკრატიულზე" - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ნინო გოგუაძემ "კურიერის" ეთერში "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

ნინო გოგუაძე მიღებულ კანონპროექტს „უკანონო კანონს“ უწოდებს.

„ეს იყო ძალადობა პარლამენტზე, ეს იყო ძალადობა კონსტიტუციაზე, ეს იყო ძალადობა ყველაფერ დემოკრატიულზე, რადგან ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულია როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუცია და, რომელიც მოწოდებულია იმისთვის, რომ ხელისუფლების ცდუნება მოახდინოს და მოახდინოს, რაც შეიძლება მეტი ძალაუფლების უზურპაცია და გასცდეს კონსტიტუციას. ეს მოაქციოს კონსტიტუციურ ჩარჩოებში  და შეაკავოს ხელისუფლება,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

გოგუაძის თქმით, უმრავლესობას ეჩქარება და ამის ძირითადი მიზეზი რუსთავი2-ია.

„ეჩქარებათ რუსთავი2-ის გამო. საერთოდ ასეთ უკანონო კანონებს კარგი საქმისთვის არ იყენებენ ხოლმე,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მისი თქმით, თავისუფლი დემოკრატები აპირებენ, თხოვნით მიმართონ პრეზიდენტს, რომ აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო დაადოს.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics