2016-05-13 16:59:13, 879 ნახვა
ეკონომიკა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2068 ლარი გახდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.2068 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.2126 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0058 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ, 2.5038 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.5213 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0175 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან