01:26 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 17:46:47, 781 ნახვა

სამართალი
სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ოთარ შავაძე დამნაშავედ  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  108-ე მუხლით სცნო.

"სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2015 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ შუასოფელში ოთარ შავაძეს ეჭვიანობის გამო შელაპარაკება მოუვიდა  თანასოფლელ რომან შავაძესთან. ურთიერთშელაპარაკების დროს ოთარ შავაძემ  შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით რომან შავაძეს გულმკერდის არეში ორჯერ დაარტყა ე.წ. სადგისი, ხოლო შემდეგ ბლაგვი საგნის გამოყენებით თავისა და ქვემო კიდურების არეში მიაყენა რამდენიმე დაზიანება. მიღებული დაზიანების შედეგად რომან შავაძე ადგილზე გარდაიცვალა. იმავე ღამეს, ოთარ შავაძემ  გვამი  მდინარის ნაპირზე მიიტანა და დამარხა. სამართალდამცველებმა ოთარ შავაძე ბრალდებულის სახით  23 აგვისტოს დააკავეს.
მოსამართლემ ოთარ შავაძეს  ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",-ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics