21:39 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 18:04:07, 799 ნახვა

სამართალი
ირაკლი შოთაძის თქმით, ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე ფაქტების გადამოწმება მიმდინარეობს

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძეს თქმით, ნიკა ლომინაძის საქმესთან დაკავშირებით ფაქტების გადამოწმება მიმდინარეობს.

როგორც შოთაძემ აღნიშნა, უნდა დადგინდეს, თუ რამდენად კანონიერად იყო მოპოვებული მტკიცებულებები, რომელსაც დაეფუძნა სასამართლოს განაჩენი.

„არსებობდა პრეტენზიები, რომ არასწორად ჩატარდა თავის დროზე გამოძიება, არ იყო  თავმოყრილი ყველა მტკიცებულება ამ მკვლელობის ფაქტზე. სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ ახლა, თუმცა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. უახლოეს მომავალში შესაბამისი დონეზე მივა გამოძიება და სამართლებრივი შეფასებას მივცემთ ფაქტებს. შესაბამისად მოგაწვდით ინფორმაციასაც. ერთი შემიძლია, გითხრათ, კანონიერი სასამართლო გადაწვეტილების გადახედვა შეუძლია მხოლოდ სასამართლოს“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ გია გვიჩიანსა და ნიკა ჩემიას სამუდამო პატიმრობა ქონდათ მისჯილი, თუმცა სააპელაციო სასამართლომ სასჯელი 17-წლამდე შეამცირა.

ცნობისთვის, გვიჩიანი და ჩემია 2006 წელს ნიკა ლომინაძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics