21:38 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 18:18:07, 937 ნახვა

ეკონომიკა
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ჭონქაძის ქუჩა N 21-ში მდებარე უძრავი ქონება აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ჭონქაძის ქუჩა N 21-ში მდებარე ქონება პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა.

"სახელმწიფო საკუთრებაშია  3841 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობება.ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება  8 200 000 ლარს შეადგენს.

ელექტრონული აუქციონი  2016 წლის 11 მაისს 17:00 საათზე დასრულდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება.

აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო ობიექტზე  სულ მცირე 80 ნომრინი სასტუმრო ააშენოს და მინიმუმ 10 000 000 ლარის ინვესტიცია  განახორციელოს.

აღნიშნული ქონება განთავსებულია თბილისის ერთ–ერთ უძველეს ისტორიულ და ტურისტულად დატვირთულ ნაწილში. ობიექტიდან 600 მეტრის  მანძილზე მდებარეობს თავისუფლების მოედანი, ხოლო 700 მეტრის  დაშორებით განთავსებულია საქართველოს პარლამენტი. აღსანიშნავია, რომ ობიექტის მახლობლად არსებული ფუნიკულიორი, რომელიც ერთმანეთთან ჭონქაძის ქუჩასა დ მთაწმინდის პარკს აკავშირებს,  თვეში საშუალოდ 20 000-მდე ტურისტს ემსახურება“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics