09:49 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 13:05:24, 497 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ბრიუსელში შეხვედრა გამართა

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი მოლოდინი ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის წარმომადგენლებს - ანელი კიმბერის და ჯანის რანგულის შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სტრუქტურული სამსახურების მიზნებზე და ამოცანებზე ისაუბრეს, განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მექანიზმები, ჰიბრიდული საფრთხეები და შესაძლო საპასუხო აქტივობები. დაიგეგმა კონკრეტული პროექტების შემუშავება და განხილვა, რაც ევროკავშირის მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების გაზრდას უნდა ემსახურებოდეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თავდაცვის სამინიტროს მთავრობის სხვა ინსტიტუტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროპის კვირეულში, რომელიც საქართვლოში 8-24 მაისს არის დაგეგმილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics