23:45 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-22 13:09:58, 381 ნახვა

სამართალი
თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ნიჟარაძესა და ბოდოკიას მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს

თბილისის მერიის ზედამხედველობსი სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსი ნიკოლოზ ნამიჭეიშვილი, გეგი ნიჟარაძესა და ჯოკია ბოდოკიას მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს. 

როგორც ნამიჭეიშვილი აცხადებს, დედაქალაქის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გეგი ნიჟარაძემ და  თბილისის მერიის ზედამხედველობის აპარატის ყოფილმა უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ  მასზე მორალური, დამამცირებელი ზეწოლა განახორციელეს. 

ნამიჭეიშვილის თქმით, ბოდოკიამ  მას სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებაზე ხელმოწერა აიძულა.
„გარდა  ნიჟარაძისა, აგრეთვე ჩემზე ზოწოლას ახორციელბდა  ჯოკია ბოდოკია.  მან კაბინეტში  მომაწოდა განცხადება, რომელშიც მითითებული იყო ჩემი თხოვნა სამსახურიდან წასვლის შესახებ და კატეგორიულად მომთხოვა ამ განცხადებაზე ხელის მოწერა. ნიჟარაძე თავის გუნდით, მოადგილეებთან ერთად, ჯოკია ბოდოკიასთან ერთად შემოვარდა იმ ოთახში სადაც მე ვიჯექი და ჩემზე მორალური, ძალიან დამამცირებელი ზეწოლა  განახორციელეს“, – აღნიშნა ნამიჭეიშვილმა.  

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 11 თებერვალს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.  გამოძიების ინფორმაციით,  ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 % – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics