21:42 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 14:00:54, 773 ნახვა

ეკონომიკა
“საქართველოს ბანკმა” სრულიად ახალი ინტერნეტბანკი წარადგინა

საქართველოს ბანკმა სრულიად ახალი, უნიკალური ფუნქციების მქონე ინტერნეტბანკის დანერგვის შესახებ განაცხადა.

ბანკის ინფორმაციით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს www.ibank.ge -ზე 2 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეასრულოს ყველა საბანკო ოპერაცია და დააგემოვნოს ახალი ინტერნეტბანკი. მომხმარებელს ახალ ინტერნეტბანკში შემდეგი მნიშვნელოვანი სიახლეები დახვდება:

ინტერნეტბანკის დისტანციური აქტივაცია − ინტერნეტბანკის გააქტიურებას მომხმარებელი დღეიდან ბანკში მისვლის გარეშეც შეძლებს. ასევე დისტანციურად აღადგენს ინტერნეტბანკის პაროლს;

ძიების ველი − მეტი სიმარტივისთვის ახალ ინტერნეტბანკში მომხმარებელს დახვდება ძიების ველი, სადაც შესაძლებლობა აქვს ჩაწეროს ნებისმიერი საძიებო სიტყვა ფუნქციის, პროდუქტისა თუ მომსახურების შესახებ, მარტივად იპოვოს ის.

„ჩემი კალენდარი“ − ახალი ინტერნეტბანკით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ბანკთან ურთიერთობა „ჩემი კალენდრის“ საშუალებით მართოს. იმისათვის, რომ არ გამორჩეს გადახდის დღეები, საკმარისია თავად მონიშნოს კალენდარზე ან აკონტროლოს ბანკის მიერ უკვე ავტომატურად მონიშნული სესხის, კომუნალური, საოჯახო და სხვა ტიპის აქტივობები;

გადახდების კალათა − მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შექმნას გადახდების კალათა და მხოლოდ ერთ ღილაკზე დაჭერით დაფაროს ერთდროულად რამდენიმე გადასახადი. ამასთან, ინტერნეტბანკში ყოველი შესვლისას მომხმარებელი მაშინვე მიიღებს ინფორმაციას მიმდინარე დღეს არსებული დავალიანების არსებობის შესახებ;

პირადი შეთავაზებები −  ინტერნეტბანკში მომხმარებელი ნახავს „საქართველოს ბანკის“ მიერ პირადად მისთვის მომზადებულ შეთავაზებებს, რის შემდეგაც შესაძლებლობა ექნება ინტერნეტბანკშივე გაააქტიუროს საბანკო მომსახურება ან პროდუქტი.

ფულადი გზავნილები − ახალი ინტერნეტბანკით ახლა უკვე სახლიდან გაუსვლელად შესაძლებელია ფულადი გზავნილების როგორც მიღება, ასევე გაგზავნა საქართველოსა და საზღვარგარეთ.

სრულიად ახალი ინტერნეტბანკის დაგემოვნება მომხმარებელს შეუძლია აქ: www.ibank.ge  

 

(R)                                                    





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics