14:30 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 13:10:17, 674 ნახვა

სამართალი
„რატომღაც სულ მე მეწერება ეს თემა“ - მურუსიძე არსამთავრობოების მონიტორინგის შედეგებს ეხმაურება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ერთობლივად გამოქვეყნებულ დოკუმენტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ეხმაურება.

მისი თქმით, მისთვის მიუღებელია როდესაც ხდება კონკრეტული კანდიდატების ლანძღვა.

"ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია, როდესაც კანდიდატებზე მიდის ლანძღვა და მითითება, რომ კონკრეტული კანდიდატები არ უნდა იყვნენ დანიშნული. მაშინ მიგვითითონ რომელი კანდიდატები უნდა იყვნენ არჩეულები, რომ ჩაგვითვალონ რომ ეს მოხდა გამჭვირვალედ. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებას ღებულობს იუსტიციის საბჭო მთლიანად რატომღაც სულ მე მეწერება ეს თემა რომ მურუსიძე აფარებს ხელს, არადა მურუსიძე იქ არის ერთი წევრი", - განაცხადა მურუსიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იუტისტთა ასოციაციამ (საია) და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნეს.

გამოვლენილ ხარვეზებს არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს აცნობენ.

როგორც მათ განმარტეს, მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ხარვეზები, კონკრეტულად კი ის, რომ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის და გადაყვანის პროცესი არ იყო გამჭვირვალე.

არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების ობიექტურობა ეჭვქვეშ დგება, ასევე საბჭოში არ იყო ისეთი პლურალისტური გარემო, როგორიც წინა საანგარიშო პერიოდში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics