13:01 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-23 11:02:34, 883 ნახვა

სამართალი
თაღლითობის ფაქტზე ნავთობპროდუქტების იმპორტიორი საწარმოს ხელმძღვანელი პირები დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, 5 138 493 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავა.

ამის შესახებ საგამოძიებო უწყების განცხადებაშია აღნიშნული:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების დიდი ოდენობით თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ნავთობპროდუქტების იმპორტიორი საწარმოს შპს „გუნორი“-ს ხელმძღვანელი პირები გიორგი ბორცვაძე, ავთანდილ რეხვიაშვილი და  გრიგოლ ყურაშვილი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულებმა 2015 წლის 15 აპრილიდან 2016 წლის 11 მარტამდე, საწარმოს მიერ იმპორტის რეჟიმით შემოტანილი საწვავის განბაჟებამდე, შემოსავლების სამსახურში წარადგინეს დამატებითი ღირებულებისა და აქციზის გადასახადების ყალბი მონაცემები, საწარმოს ანგარიშზე, დეკლარაციის დაზუსტების გზით ხელოვნურად გაზარდეს თანხა, რის საფუძველზეც აღარ გადაიხადეს კანონით გათვალისწინებული აქციზისა და დღგ-ს გადასახადები. ბრალდებულთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 5 138 493 ლარის ოდენობის ზიანი", - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics