14:23 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 09:35:33, 700 ნახვა

სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა, დაკავებულისგან 2,54 გრ მარიხუანა, 13,7375 გრ ბუპრენორფინის შემცველი 35 აბი და 10 შეკვრად დაფასოებული, 2,3030 გრ მეტადონი ამოიღეს.

„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული დავით ნ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულისგან 2,54 გრ მარიხუანა, 13,7375 გრ ბუპრენორფინის შემცველი 35 აბი და 10 შეკვრად დაფასოებული, 2,3030 გრ მეტადონი ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები კიევში შეიძინა და საქართველოში სომხეთიდან უკანონოდ შემოიტანა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics