09:26 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-16 11:53:57, 731 ნახვა

სამართალი
N131-ე საბავშვო ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის N131 საბავშვო ბაგა-ბაღის კუთვნილი, დიდი ოდენობით საკვები პროდუქტების მითვისების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ამავე ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თბილისის N131 საბავშვო ბაგა-ბაღის კუთვნილი, დიდი ოდენობით საკვები პროდუქტების მითვისების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ამავე ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი - მარინე ღუდუმიძე.

ა(ა)იპ ქ.თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ საგამოძიებო სამსახურში გადმოგზავნილი  მასალების საფუძველზე ჩატარებული  გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის ოქტომბრის თვიდან  2015 წლის ივლისამდე პერიოდში, თბილისის N131 საბავშვო ბაგა-ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი - მარინე ღუდუმიძე, მისი ზედამხედველობის ქვეშ არსებული ბაგა-ბაღის საწყობიდან სისტემატურად ახდენდა აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი  პროდუქციის უკანონო გატანა-მითვისებას. აღნიშნული გზით ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა  სახელმწიფოს მიერ ბაგა-ბაღისთვის გამოყოფილი თანხით შეძენილ, 48 919  ლარის პროდუქციას“, - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიმდიანრეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics