22:52 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 20:15:24, 552 ნახვა

სამხედრო
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტური ტელევიზიის გადაცემა „ორიენტირი“ შეიარაღებულ ძალებში გაწვევის თემას დაეთმო

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტური ტელევიზიის გადაცემა „ორიენტირი“ შეიარაღებულ ძალებში გაწვევის თემას დაეთმო. გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი საქართველოს შეიარაღებული ძალების საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე იყო. მან გადაცემის მაყურებელსა და დამსწრე აუდიტორიას საკონტრაქტო სამსახურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრა საკონტრაქტო სამსახურიში მოსახვედრად გასავლელ ეტაპებზე, ანაზღაურებასა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე.

პოლკოვნიკმა ქავთარაძემ აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა და დამსწრე სტუდენტებს საკონტრაქტო სამსახურთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტური ვიდეორგოლები აჩვენა.

პოლკოვნიკ მამუკა ქავთარაძესთან ერთად გადაცემაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი გოჩა ხარშილაძე და პოლიტიკური ცენტის „გირჩის“ წარმომადგენელი გუგა ჩაფიჩაძე მონაწილეობდნენ. მათ სავალდებულო სამსახურის მნიშვნელობასა და იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრეს, რომლიც ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმებას ეხება. გადაცემას ასევე სტუმრობდა ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, უფროსი სერჟანტი ალექსანდრე ყარალაშვილი, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2013-14 წლებში მსახურობდა და ავღანეთის სამშვიდობო მისიაშიც მონაწილეობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics