13:32 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-24 14:48:29, 792 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის წარმომადგენელი ლევან მაჭავარიანი - ისინი ტელევიზიებს სიმართლის საუბრისთვის ასანქცირებენ

ივანიშვილის წარმომადგენელი ლევან მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივისთვის“ სანქციების დაწესებას ეხმიანება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ ამის შემდეგ ტელევიზიები გაორმაგებული ძალებით შეეცდებიან საზოგადოების ინფორმირებას.

„ეს თავისუფალი მედიის ხელყოფის მცდელობაა. სამწუხაროდ, „იმედის“ შემთხვევაში ეს პირველი მცდელობა არ არის. ჩვენ 2007 წელს ვიხილეთ, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა როგორ ცდილობდა „იმედის“ გაჩუმებას მიხეილ სააკაშვილის ხელით და ეს ამ ყველაფრის გაგრძელებაა. თუმცა, რა თქმა უნდა, არც „იმედი“ და არც „პოსტივი“ ამის გამო არ გააჩერებენ სიმართლეზე საუბარს და ისინი გაორმაგებული ძალებით შეეცდებიან, რომ ჩვენი საზოგადოება ინფორმირებული ამყოფონ. მაგალითებია მოყვანილი, თუ რის გამო დასანქცირდნენ ეს ტელევიზიები. რასაც გადავხედე, ყველაფერი, რაც იქ წერია, სიმართლეა.

შესაბამისად, გამოდის, რომ ისინი ტელევიზიებს სიმართლის საუბრისთვის ასანქცირებენ, რაც ყოვლად მიუღებელი და ფაშისტური მიდგომაა. თუმცა არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ხელში ეს ყველაფერი მოულოდნელი არ არის, ვინაიდან მათ სჭირდებათ მართული მედია, რომელიც იმ ნარატივს გაატარებს, რა ნარატივიც მათ აწყობთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics