13:49 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-22 13:28:32, 474 ნახვა

პოლიტიკა
უიტკოფი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში კარგი ახალი ამბავია მოსალოდნელი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში კარგი ახალი ამბავია მოსალოდნელი. როგორც „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

მან და ჯარედ კუშნერმა ორივე მხარეს წარუდგინეს რამდენიმე წინადადება და უახლოეს სამ კვირაში მოსალოდნელია, რომ შედგეს შეხვედრა, რომელიც შესაძლოა, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის სამიტით დასრულდეს.

უიტკოფი არ გამორიცხავს, რომ ასეთი სამიტის გამართვის შემთხვევაში მას დონალდ ტრამპიც დაესწროს.

„ეს სულელური ომია. ისინი იბრძვიან და კამათობენ ტერიტორიებისთვის. ყველა ისვრის ამ სიტყვას – ღირსება, მაგრამ რას ნიშნავს ეს, რა გაძლევთ ღირსებას, თუკი ამდენი ადამიანი იხოცება?! ვფიქრობ, ორივე მხარის ერთად თავმოყრამ დადებითი გავლენა იქონია. მათ თითქოს არ სურთ ბრძოლა ერთმანეთის წინააღმდეგ, არ მგონია, სურდეთ. ვფიქრობ, ლიდერთა დონეზე მათთვის რთულია, ბოლომდე მიიყვანონ შეთანხმება. ჯარედმა და მე მხარეებს რამდენიმე წინადადება წარვუდგინეთ, რაც მომდევნო სამი კვირის განმავლობაში შეკრების შესაძლებლობას მისცემს და შესაძლოა, ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინს შორის სამიტამდეც მიგვიყვანოს, რომელსაც შეიძლება, პრეზიდენტი ტრამპიც შეუერთდეს. უნდა ვთქვათ, რომ ის არ მოისურვებს შეხვედრაზე მისვლას, თუ არ იგრძნობს, რომ შეუძლია ამ საქმის ბოლომდე მიყვანა და საუკეთესო შედეგის მიღება. თქვენ იცით, რომ მას ამის გაკეთების უნიკალური უნარი აქვს. იმედია, უახლოეს კვირებში კარგ ამბებს გაიგებთ“, – განაცხადა უიტკოფმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics