14:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-21 15:42:01, 488 ნახვა

პოლიტიკა
დღეს, 22 თებერვალს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მარში დაანონსდა

დღეს, 22 თებერვალს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მარში დაანონსდა - უნივერსიტეტის  A კორპუსთან სტუდენტები 19:00 საათზე შეიკრიბებიან. 

ილი უნის სტუდენტები ამბობე, რომ ახლა არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის, არამედ განათლების სისტემის მომავალს ემუქრება საფრთხე, ამიტომაც საჭიროა სტუდენტების მკაფიო პოზიცია ხმამაღლა ისმოდეს. 

კვირას, 22 თებერვალს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით ილიაუნის A კორპუსთან, საიდანაც მარშით გადავინაცვლებთ ილიაუნის E კორპუსის ეზოში და წავიკითხავთ სტუდენტურ მანიფესტს. მოვითხოვთ რეფორმის გაწვევას, რადგან დავიცვათ ილიაუნის ავტონომია, დამოუკიდებლობა და თავისუფალი აკადემიური სივრცე.
 
სტუდენტები და ახალგაზრდები ყოველთვის იყვნენ ქვეყნის მომავლის, პროგრესის, ცვლილებებისა და განვითარების სულისჩამდგმელი ძალა.  სტუდენტების შეთანხმებული ერთობით განსაზღვრული წინააღმდეგობა კი იმაზე დიდი ძალაა, ვიდრე თითოეულ ჩვენგანს შეიძლება წარმოედგინოს. 
 
დღეს, როდესაც არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის, არამედ განათლების სისტემის მომავალს ემუქრება საფრთხე, როდესაც ცდილობენ კრიტიკული და თავისუფალი აზრის, ავტონომიური და დამოუკიდებელი უნივერსიტეტის განადგურებას, სტუდენტების მკაფიო პოზიცია და ამაღლებული ხმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 
 
სწორედ ამიტომ, 22 თებერვალს, 19:00 საათზე,  ვიკრიბებით ილიაუნის A კორპუსთან, რათა მოვითხოვოთ დეფორმის გაწვევა, დავიცვათ ილიაუნი და ვაჩვენოთ ყველას, რომ უნივერსიტეტის კეთილდღეობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ!





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics