18:38 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-30 17:38:16, 360 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ს საზღვაო ძალების გამანადგურებელი ისრაელის ერთ-ერთ პორტში შევიდა

აშშ-ს საზღვაო ძალების გამანადგურებელი ისრაელში, ეილათის პორტში შევიდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემაYnet-ის ცნობით, გამანადგურებლის ჩასვლა აშშ-სა და ისრაელის სამხედრო ძალებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის ნაწილია, რაც წინასწარ იყო დაგეგმილი.

გასულ კვირაში, ისრაელის გენერალური შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ სამხედროები მზად არიან სხვადასხვა სცენარისთვის და მუდმივად აუმჯობესებენ თავიანთ შესაძლებლობებს.

ამასთან, აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მეთაური, ადმირალი ბრედ კუპერი გასულ კვირაში ისრაელში ჩავიდა. ისრაელის სამხედრო ძალების თქმით, ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ მოკავშირეს შორის სტრატეგიული კავშირების გაღრმავებას და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics