08:03 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-08 21:06:26, 986 ნახვა

პოლიტიკა
რეჟიმის წარმომადგენელი კვარაცხელია - შეკრების მონაწილეები თუ შეთავაზებულ ადგილზე ან სვლა/გეზზე მანიფესტაციის ჩატარებას არ დათანხმდებიან, ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ

უმნიშვნელოვანესი ცვლილების „შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, სპონტანური, არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორს დაეკისრება ვალდებულება, შეკრების ან მანიფესტაციის თაობაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტრო გააფრთხილოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამის შემდეგ შსს-ს მიენიჭება უფლებამოსილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორებს შესთავაზოს შეკრების ჩატარების ადგილი ან სვლა/გეზის ცვლილება იმ შემთხვევაში, თუ ჩატარების ადგილი და სვლა/გეზი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ან ტრანსპორტის ნორმალურ მუშაობას, ასევე ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას ან ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.

„სპონტანური ან არასპონტანური შეკრების მონაწილეები თუ შს სამინისტროს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილზე ან სვლა/გეზზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ დათანხმდებიან და მაინც იმ ადგილზე ჩაატარებენ, რითაც შეზღუდავენ ადამიანი უფლებებსა და თავისუფლებებს, ასეთი შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს 20 დღემდე ვადით. ანალოგიური ქმედების განმეორებით ჩადენისთვის მონაწილეს ან ორგანიზატორს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება 347-ე მუხლით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით“, – განაცხადა კირცხალიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics