13:22 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-02 13:23:25, 1315 ნახვა

პოლიტიკა
BBC-მ ფორმულასთან ქართულ ოცნებას უპასუხა

BBC, რომელსაც საგამოძიებო ფილმის გამოქვეყნების შემდეგ ქართული ოცნების მთავრობა სამართლებრივი დავის წამოწყებით ემუქრება, მათ პასუხობს. 

ფორმულასთან BBC-ის სპიკერი ამბობს, რომ იცავენ ჟურნალისტურ სამუშაოს და მადლობას უხდიან მონაწილე მამაც კონტრიბუტორებს.

ასევე, კვლავ აღნიშნავს, რომ გამოძიება მოიცავს არაერთი წყაროს მტკიცებულებებს და ამბობს, რომ რეპორტაჟი "მტკიცედ ემსახურება საზოგადოების ინტერესს". 

"ჩვენი დოკუმენტური ფილმი, "როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის", რომელიც ჯილდოს მფლობელმა BBC EYE-ს გუნდმა მოამზადა, თბილისში შარშან, დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამოძიებაა. ის მოიცავს არაერთი წყაროს მტკიცებულებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ - მათ შორისაა თავად დემონსტრანტების, არაერთი ინფორმატორის, გაეროს ექსპერტების და საქართველოში მომუშავე ექსპერტების ჩვენებები, ასევე სამედიცინო კვლევები, წერილობითი საბუთები და ანგარიშები. ეს რეპორტაჟი მტკიცედ ემსახურება საზოგადოების ინტერესს და შეგროვებული მტკიცებულებები აუდიტორიას ნათლად წარედგინა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ჟურნალისტურ სამუშაოს და მადლობას ვუხდით მონაწილე მამაც კონტრიბუტორებს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics