12:08 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-30 13:52:51, 627 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე: ვვარაუდობ, შეტანილი და დარეგისტრირებულია სარჩელი

ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვაზე სარჩელი, სავარაუდოდ, უკვე შეიტანა. 

ის ამბობს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელი დღეს დილით გაემგზავრა და ვარაუდობს, რომ სარჩელი უკვე დარეგისტრირებულია. 

"ალბათ, უკვე შევიდა [სარჩელი]. ვინაიდან, საკონსტიტუციო სარჩელი ფიზიკურად უნდა იქნას შეტანილი სასამართლოში იმისთვის, რომ ის დარეგისტრირდეს, ჩვენი წარმომადგენელი დღეს დილით გაემგზავრა და მე ვვარაუდობ, რომ უკვე შეიტანა [სარჩელი] და დარეგისტრირებულია", - ამბობს ის. 

ასევე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სარჩელში დასახელებული არ არის, ვინ იქნებიან პარტიის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში.

ვადებთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხისას აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საკითხზე გადაწყვეტილება მაქსიმუმ 9 თვეში უნდა მიიღოს. 

"რაც შეეხება ვადებს - ეს კანონმდებლობით დადგენილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საკითხზე მაქსიმუმ 9 თვეში უნდა მიიღოს უკვე გადაწყვეტილება. შესაბამისად, ივლისში უკვე უნდა იყოს გადაწყვეტილება. რაც შეეხება, როდის რა პროცესი იქნება, ამას საკონსტიტუციო სასამართლო განსაზღვრავს თავად და ჩვენ დაველოდებით, როდის დაგვიძახებს საკონსტიტუციო სასამართლო", - ამბობს პაპუაშვილი. 

ქართულ ოცნებას პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

პარტიები, რომლებსაც აკრძალვას უპირებენ:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • კოალიცია ცვლილებისთვის - შალვა პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ საუბარია კონკრეტულად პარტია ახალზე
  • ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics