12:08 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-30 10:15:13, 652 ნახვა

პოლიტიკა
Bloomberg: დონალდ ტრამპი 8 ნოემბერს ვიქტორ ორბანს შეხვდება

Bloomberg თეთრი სახლიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 8 ნოემბერს უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანთან შეხვედრას გამართავს.

წყარომ, ანონიმურობის პირობით, გამოცემას განუმარტა, რომ ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის ვიქტორ ორბანისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის ადგილი. 

Bloomberg წერს, რომ მოლაპარაკებების მთავარი თემა, სავარაუდოდ, უნგრეთის ეკონომიკაზე აშშ-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების გავლენა იქნება. 

მანამდე, უნგრეთის პრემიერმა თქვა, რომ მუშაობს გზებზე, როგორ აუაროს გვერდი რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს.

აშშ-მა 23 ოქტომბერს ორი მსხვილი რუსული ნავთობკომპანია - როსნეფტი და ლუკოილი დაასანქცირა. გარდა ამისა, აშშ-მა სანქციები დაუწესა როსნეფტისა და ლუკოილის 34 შვილობილ კომპანიას. 

მანამდე, როსნეფტსა და ლუკოილს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამაც დაუწესა სანქციები.  

დიდმა ბრიტანეთმა განმარტა, რომ "ორივე კომპანია მხარს უჭერს რუსეთის ხელისუფლებას, რადგან საქმიანობენ სტრატეგიულად და ეკონომიკურად მნიშვნელოვან სექტორში".

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, როსნეფტი და ლუკოილი ევროკავშირის შავ სიაშიც მოხვდნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics