10:41 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-14 14:29:04, 978 ნახვა

პოლიტიკა
ოცნების პრემიერი ადასტურებს რომ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ამკაცრებენ აქციის მონაწილეთათვის

 თუ შენ არ ხარ საკარისად წარმოდგენილი შენს პროტესტში, პატივი უნდა სცე უმრავლესობის ინტერესებს, -  ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, თუ ადამიანების რაოდენობა არ არის საკმარისი ქუჩის გადასაკეტად, მათ პატივი უნდა სცენ საზოგადოების სხვა წევრებს და არ უნდა გადაკეტონ ქუჩა.

„ჩვენი კანონმდებლობა დიდი ხანია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აცხადებს იმას, რომ თუ ადამიანების რაოდენობა არ არის საკმარისი ქუჩის გადასაკეტად, მათ პატივი უნდა სცენ საზოგადოების სხვა წევრებს და არ უნდა გადაკეტონ ქუჩა. თუმცა ხედავთ, რომ აქამდე მოქმედებდა ჯარიმები და ეს ჯარიმები ბოლომდე ეფექტური არ იყო. შესაბამისად, შედის ცვლილებები როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში იმისათვის, რომ უდიდესმა უმცირესობამ არ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე - ეს არის დემოკრატიის პრინციპის გამოხატულება,"- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics