23:45 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-09 18:53:09, 786 ნახვა

სამართალი
შსს თბილისში პოლონეთის მოქალაქეებზე თავდასხმის კადრებს აქვეყნებს [VIDEO]

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მომხდარი კონფლიქტის ამსახველ კადრებს აქვეყნებენ. 

ცნობისთვის, 9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში პოლონეთის 3 მოქალაქეს თავს დაესხნენ. ინფორმაცია თავდაპირველად პოლონურმა მედიამ პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სარდლობაზე დაყრდნობით გაავრცელა. მათივე ცნობით, დაზიანებები პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ორ თანამშრომელს აქვს მიყენებული. 

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყების ცნობით, საქმეზე დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე -  2004 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული ე.გ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ე.გ-მ ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics