14:34 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-09 16:14:25, 780 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე EPP-ს მოთხოვნაზე: ეს გაერთიანებები ებრძვიან ქართველ ხალხს და სიბინძურეებს კადრულობენ

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ორმაგი სტადარტის მაგალითი უწოდა ევროპის სახალხო პარტიის მოთხოვნას სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, რომ ქართველები აღნიშნული ორმაგი თამაშის მონაწილეებსა და მიზნებს კარგად აანალიზებენ.

„ორმაგის სტანდარტის მაგალითია. ეს გაერთიანებები, პარტიები, კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები „დიპ სტეიტის“ გავლენის ქვეშ არიან. ებრძვიან ქართველ ხალხს და სიბინძურეებს კადრულობენ, რომ კრიმინალი, ძალადობა წაახალისონ, გახლიჩონ საზოგადოება. რაც მთავარია, ვინ ვინ არის და ვის რა ინტერესი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით ქართველმა ხალხმა კარგად გააანალიზა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე განმარტა, რატომ ებრძვის და მოითხოვს აღნიშნული პარტია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.

„ქვეყანაში მნიშვნელოვანი ფიგურაა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დიდი სიყვარულით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში. მან 2012 წელს შემოიკრიბა მოსახლეობის უმრავლესობა და დაამარცხა ქვეყნის მტრები, ის „გლობალური ომის პარტია“, რაც წარმოდგენილია საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მან თავისი მტკიცე ხასიათით აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია სამშობლოს ინტერესები, ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ დღეს ვისაც ებრძვიან ბიძინა ივანიშვილია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics