01:13 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-08 22:27:27, 943 ნახვა

სამართალი
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ კიდევ 4 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ჟღენტს, ალექსანდრე გოგოლაძეს, კახაბერ მჟავანაძეს და გიორგი რურუას 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ოთხივე დაკავებულს ბრალად ედება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად.

რადიო თავისუფლების ლაივბლოგის თანახმად, პროკურორი თამარ ბეჟუაშვილის მტკიცებით, სახეზეა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების რისკები, რის გამოც პროკურატურამ პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

ამასთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა 4 ოქტომბრის აქციის საქმის ფარგლებში დაკავებულ კიდევ 4 პირს, თორნიკე მჭედლიშვილს, დავით სტურუას, აბო ნავერიანს და ევა შაშვიაშვილს აღკვეთს ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე მათთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, პროკურატურა კი პატიმრობას - მოსამართლემ ბრალდების პოზიცია გაიზიარა.

ოთხივე მათგანი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების ჯგუფურად მცდელობის ბრალდებით არიან დაკავებულები.

სხდომაზე დაცვის მხარემ მოსამართლის აცილება მოითხოვა, რადგან ლელა მარიდაშვილი 2017-2023 წლებში საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო ქართული ოცნებიდან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics