14:32 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-07 12:43:24, 727 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი: გთხოვთ, იხილოთ კაია კალასისა და მარტა კოსის განცხადება, მეტი კომენტარი არ მაქვს

გთხოვთ, იხილოთ კაია კალასისა და ევროკომისარ კოსის ოფიციალური განცხადება. მეტი კომენტარი არ მაქვს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ "ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საგარეო უწყებაში ბოჭორიშვილის პირველმა მოადგილემ წარმოადგინა ხელისუფლების შეფასება არჩევნებთან და არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

"მე მომიწვიეს ჩემს კოლეგებთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტროში. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ წარმოადგინა ხელისუფლების შეფასება მომხდართან დაკავშირებით, არჩევნებთან და არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ. არჩევნებზე და არჩევნების შემდგომ ევროკავშირის შეფასება ძალიან მკაფიოდ იყო გამოთქმული უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და ევროკომისარ კოსის ოფიციალურ განცხადებაში. გთხოვთ, იხილოთ კვირას გავრცელებული განცხადებები. მეტი კომენტარი არ მაქვს", – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "ოცნების" საგარეო უწყებაში საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics