|
2025-10-04 00:08:15, 1423 ნახვა
პოლიტიკა
მეტეხის ხიდთან აქტივისტებს, სტუდენტებს და ენმ-ს წევრს თავს დაესხნენ
მეტეხის ხიდთან აქტივისტებს, სტუდენტებს და ნაციონალური მოძრაობის წევრს, იგორ ნარმანიას თავს დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ახალგაზრდებს 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ბრიფინგი უნდა გაემართათ. იგორ ნარმანია ამბობს, რომ მას მეტალის საგანი ჩაარტყეს. "აგრესიულად იყვნენ განწყობილები, ჩვენ არანაირი აგრესია არ გვქონია. ისინი არიან ჩმორები, ეს არის ქართული ოცნების სახე. ამით კი არა, ვერაფრით ვერაფერს დამაკლებენ, ამ ბრძოლაში ვის შეაშინებენ. მაგათი შეშინებულის დედაც [...] გვერდიდან მომეპარა და თან მეტალის საგნით". - თქვა ნარმანიამ TV პირველთან საუბარში. ასევე თავს დაესხნენ არასრულწლოვან აქტივისტს, ანდრია ხამაშურიძეს. მას თავი აქვს გატეხილი. "ვიღაცები ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთიდან მეცნო. დაუნდობელი არაკაცები არიან". - თქვა ხამაშურიძემ. ამ დროისთვის, ორივე დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)