16:19 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-22 13:22:25, 507 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: ემანუელ მაკრონის მიერ აშშ-ის ელჩის საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევაში დადანაშაულება ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ემანუელ მაკრონის შეფასება საფრანგეთში აშშ-ის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, არის ორმაგი სტანდარტის კარგი მაგალითი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ მოქმედებენ ცალკეული პოლიტიკოსები პატარა ქვეყნებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ზოგიერთს წარმოუდგენია, რომ ყველაფრის უფლება აქვს, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოსთან მიმართებით.

„ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. ვიღაცებს წარმოუდგენიათ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ - შეუძლიათ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩაერიონ. ეს ჩვეულებრივი რამ ჰგონიათ. რეალურად კი, როდესაც თვითონ აწყდებიან იგივე პრობლემას, მაშინვე გამოხტებიან და საუბრობენ, რომ როგორ შეიძლება თურმე სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა.

ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობენ ეს ადამიანები სხვა პატარა ქვეყნების მიმართ, ისეთი როგორიც საქართველოა. თუმცა, არავის დაავიწყდეს, რომ საქართველო უდიდესი კულტურის, ტრადიციებისა და წარსულის მქონე ქვეყანაა, რითაც ვამაყობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics