04:27 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-16 08:24:40, 2490 ნახვა

სამართალი
გიორგი ბაჩიაშვილის დედა - გიორგიზე ზეწოლა გრძელდება

„გიორგიზე ზეწოლა გრძელდება“, — ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის დედამ, მარინა რამაზაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ადვოკატები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის ემზადებიან.

„შემდეგი ჩვენი ეტაპი სტრასბურგია. გიორგი ივანიშვილის პირადი ტყვე და პატიმარია. ადვოკატები უკვე ამზადებენ სარჩელს. ეს ჩვენი ამოცანაა“, — განაცხადა რამაზაშვილმა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც „The Guardian-ის“ სტატია გამოქვეყნდა, იმავე დღეს მისი ქონება დააყადაღეს.

„არ ვიცი, ქონება „The Guardian-ის“ გამო დამიყადაღეს თუ ეს ადრე იყო განსაზღვრული. საქმე ის არის, რომ როგორც კი ქონების დაყადაღების ამბავი გავიგე (ამერიკაში ვარ და დროის ცდომილების გამო გვიან შევიტყვე), მაშინვე დამიკავშირდა „The Guardian-ის“ კორესპონდენტი და მეორე დღესვე დაწერეს საპასუხო სტატია. გიორგიზე საოცარი ზეწოლა გრძელდება, რადგან ის, მგონი, ერთადერთი პატიმარია საქართველოში, რომელსაც მშობლებთან და ახლობლებთან დარეკვის, მიწერის და ნახვის უფლება არ აქვს“, — აღნიშნა მარინა რამაზაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics