10:25 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-12 13:04:48, 1178 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ხაბეიშვილის დაკავებაზე - დანაშაულია, აბა რა არის, როცა პოლიციელებს სთავაზობ ქრთამს, რომ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგან

დედაქალაქის მერის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაკავება მოხდა კანონის ფარგლებში.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან შესაბამის თემაზე კომენტირებისას აღნიშნა, ადამიანი ქრთამის მიცემის შეთავაზებას საჯაროდ გააკეთებს თუ ფარულად, ორივე შემთხვევაში დანაშაულად ითვლება.

„ქრთამის შეთავაზება ისეთივე დასჯადია, როგორც ქრთამის მიღება, ასევე მიცემა. მის ბოლოდროინდელ ქმედებებში ჩანს დანაშაული, რაზეც შესაბამისმა უწყებამ განცხადება გააკეთა. ქრთამის შეთავაზება საჯაროდ იქნება, თუ ფარულად, დასჯადია. რა მნიშვნელობა აქვს ფორმას? მაგალითად, ფარული ვიდეოჩანაწერი რომ ყოფილიყო, სადაც ის ხვდება სამართალდამცველებს და გაეკეთებინა ქრთამის მიცემაზე დაპირება, იგივე არ იქნებოდა? დანაშაულია, აბა რა არის, როცა პოლიციელებს ქრთამს სთავაზობ, რომ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგან?

ამ შეთავაზებით ლევან ხაბეიშვილის მიზანი რა იყო, არ მაქვს ამაზე ზუსტი ინფორმაცია. ალბათ, როცა საშუალება მიეცემა, თავად გააკეთებს განმარტებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics