04:05 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-03 12:28:06, 754 ნახვა

პოლიტიკა
სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მდინარაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყრიან კენჭს

მამუკა მდინარაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყრიან კენჭს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

ამ წინადადებით ბიუროს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა მიმართა, სადაც მდინარაძეს დახურულ რეჟიმში მოუსმინეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ კომიტეტმა მდინარაძის კანდიდატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად უკვე განიხილა.

„კენჭსაყრელ საკითხად დაგვემატა დადგენილების პროექტი მამუკა მდინარაძის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად არჩევის შესახებ. როგორც იცით, კომიტეტმა განიხილა მისი კანდიდატურა. ასევემ კომიტეტის შუამდგომლობაა, რომ პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე იყოს კენჭისყრა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics