08:02 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-27 11:11:33, 621 ნახვა

პოლიტიკა
2008 წლიდან კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 90 000-ზე მეტი პატრულირება განახორციელა

საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი ევროკავშირის ერთგულება: ეს მხოლოდ სიტყვები არაა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მათი განმარტებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) პატრულირება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს.

„2008 წლიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) 90 000-ზე მეტი პატრულირება განახორციელა, რაც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს.

220 დამკვირვებლით ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ეს მისია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გრძელვადიანი ერთგულების ხელშესახები გამოვლენაა“,-წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა „ფეისბუქზე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics