00:06 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-25 13:29:36, 952 ნახვა

სამართალი
გზებზე დაღუპულთა რიცხვი საგანგაშოთ იზრდება - ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის

გზებზე დაღუპულთა რიცხვი იზრდება, - ამის შესახებ ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ორგანიზაციამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით (info.police.ge) მომზადებული 2025 -2024 წლის იანვარ-ივნისის საგზაო შემთხვევათა ანალიზის მიხედვით, 2025 წელს წინა წელთან შედარებით შემთხვევები გაიზარდა 12.4%-ით, დაშავებულთა რაოდენობა - 13.7%-ით, ხოლო ლეტალობა - 20.7%-ით.

„2025 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 2,860 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 3,816 ადამიანი დაშავდა (აქედან 910 ქვეითი) და 216 დაიღუპა (აქედან 79 ქვეითი). 2024 წლის იანვარ-ივნისში 2,544 შემთხვევა მოხდა, დაშავდა 3,356 ადამიანი, ხოლო დაიღუპა 179 პირი.

2025 წელს წინა წელთან შედარებით შემთხვევები გაიზარდა 12.4%-ით, დაშავებულთა რაოდენობა - 13.7%-ით, ხოლო ლეტალობა - 20.7%-ით. საგზაო შემთხვევათა გამომწვევი წამყვანი მიზეზებია: შემხვედრ ზოლში გადასვლა და გასწრების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და მოხვევის დროს არასწორი მანევრირება. ბოლო მონაცემები გვაჩვენებს, რომ მიუხედავად საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმისა, რომელთა მიზანია 2025 წლის ბოლომდე მსხვერპლის 25%-ით შემცირება, გზებზე დაღუპულთა რიცხვი იზრდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის განცხადებით, რომელიც მან გასულ თვეს გააკეთა  მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა 112 და დაზიანდა 1 763 ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაღუპულთა და საგზაო შემთხვევათა რიცხვი 20%-ით არის გაზრდილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics