16:45 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-19 17:20:30, 1144 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ამბობს, რომ 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება EU-ში წევრობისთვის სადაც მისი აზრით, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის კუთხით ტენდენციები შემაშფოთებელია

ჩვენ მზად ვიქნებით 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მთავარია, რომ ამასობაში, ევროკავშირშიც სხვა მიმართულებით წარიმართოს პროცესები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბახმაროში,  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. 

კობახიძის თქმით, ევროკავშირში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის კუთხით ტენდენციები  შემაშფოთებელია.

„თქვენ იცით, რა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. პირველ რიგში, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ეს არის ჩვენი დეკლარირებული მიზანი, ასევე გაცხადებული გვაქვს, რომ 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების 90%-ზე მეტს შევასრულებთ. მზად ვიქნებით 2030 წლისთვის თავიდან ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მთავარია, რომ ამასობაში, ევროკავშირშიც სხვა მიმართულებით წარიმართოს პროცესები. დღეს ტენდენციები არის შემაშფოთებელი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის კუთხით. სამწუხაროდ, ყველა მიმართულებით არის უკუსვლა. იმედი გვაქვს, რომ ვიდრე ჩვენ 2030 წელს ვიქნებით მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მანამდე ევროკავშირში ეს ტენდენციები შეიცვლება და გაჯანსაღდება ევროკავშირის მასშტაბით დემოკრატიული სისტემა. უკეთ იქნება დაცული ადამიანის უფლებები და გაძლიერდება ეკონომიკა. ", - განაცხადა კობახიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics