18:41 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-15 21:19:59, 2055 ნახვა

პოლიტიკა
ერთპარტიული პარლამენტის სპიკერი - ევროკავშირის ელჩი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას

„ევროკავშირის ელჩი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას მანამ, სანამ საჯაროდ არ გაემიჯნება ევროკავშირის სახელით ბენზინის ბოთლების დამზადებასა და სროლას“, - დაწერა ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ბრიუსელმა ადამიანის ან საგნის დაწვა მშვიდობიანი და კანონიერი პროტესტის ფორმად გამოაცხადა.

„დღეს, მოლოტოვის კოქტეილთან დაკავშირებით მეოთხე ბრალდებულს განაჩენი გამოუტანეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ექსტრემიზმის მასშტაბებს, რაც გასულ წელს ძალადობრივი დემონსტრაციების დროს ვიხილეთ. ძნელია არ დაინახოს კავშირი მრავალრიცხოვან ცეცხლის წაკიდებასა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ მოლოტოვის კოქტეილის პოპულარიზაციის კამპანიას - „მე ვისროლე“-ს შორის.

ის ფაქტი, რომ ლაზარ გრიგორიადისის შემდეგ კიდევ ვიღაცამ გაბედა მოლოტოვის კოქტეილის აღება, მთლიანად ბრიუსელის პასუხისმგებლობაა, რომელმაც ადამიანის ან საგნის დაწვა მშვიდობიან და ლეგიტიმურ პროტესტის ფორმად გამოაცხადა. ევროკავშირის ელჩიც კი ვერ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას მანამ, სანამ საჯაროდ და ნათლად არ გაემიჯნება ევროკავშირის სახელით ბენზინის ბოთლების წარმოებას და სროლას. ნამდვილად სამარცხვინოა, რომ ბრიუსელი ევროკავშირს ძალადობასთან აიგივებს“, - წერს პაპუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics