14:31 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 11:52:55, 661 ნახვა

სამართალი
შოთაძე: გიორგი დგებუაძის საქმის განხილვა მხოლოდ ერთ ბრალდებას მოიცავს

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით,  კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის გიორგი დგებუაძის საქმის განხილვა მხოლოდ ერთ ბრალდებას მოიცავს.

შოთაძის განცხადებით, დგებუაძის, იგივე  „მასტერას“  ექსტრადირება ე.წ. ნავთლუღის საქმის ბრალდების ფარგლებში მოხდა.

ამასთან, შოთაძის თქმით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ  დგებუაძის ექსტრადირებისთვის უდიდესი სამუშაო გასწია.

„ექსტრადირების პროცესი საკმაოდ რთულ პროცედურებს მოიცავს. შესაბამისად, საქართველოს პროკურატურამ უდიდესი სამუშაო გასწია იმ მიმართულებით, რომ მომხდარიყო გიორგი დგებუაძის საქართველოში ექსტრადირება. ჩვენი მოთხოვნა დასაშვებად იქნა ცნობილი ჰოლანდიის სასამართლოს მიერ და შესაბამისად, მოხდა დგებუაძის საქართველოში ექსტრადირება, რომელიც, ჩვენივე მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მისი ექსტრადირება მოხდა ე.წ. ნავთლუღის საქმის ბრალდების ფარგლებში. შესაბამისად, საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, მოხდება მისი საქმის განხილვა მხოლოდ ამ ბრალდების საქმეში“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ცნობისთვის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა" საქართველოში ჩამოიყვანეს.

მისი ექსტრადიცია ჰოლანდიიდან გამთენიისას განხორციელდა.  დგებუაძე  სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics