01:17 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-08 13:29:20, 1508 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ იმუშავა სწორად

თეა წულუკიანმა ისტორიული საქმე გააკეთა - პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ იმუშავა სწორად, ნებისმიერი დასკვნა და გაკეთებული განცხადება იყო აბსოლუტურად სწორი! - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ იმყოფებოდა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი და წულუკიანის არმისვლა რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის დასკვნა 400-ზე მეტი გვერდისგან შედგება, მას პარლამენტი სექტემბერში პირველივე სხდომებზე განიხილავს და დასკვნაში წარმოდგენილ ყველა საკითხზე თავის ვერდიქტს დადებს.

“მიხეილ სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმის დანაშაულებთან დაკავშირებით, მათ შორის 2008 წლის ომთან დაკავშირებით კომისიამ კომპეტენტურად იმუშავა და პარლამენტის ამას პასუხს გასცემს. პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ იმუშავა სწორად, ნებისმიერი დასკვნა და გაკეთებული განცხადება იყო აბსოლუტურად სწორი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თეა წულუკიანმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში დროებით საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზე საუბრისას შემდეგი განცხადება გააკეთა:

“კომისიის მიზანია ამ პოლიტიკური თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების შესწავლა და შეფასება. რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად მაქვს უფლება, დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიკრძალავს ამ კითხვის დასმას?! - ვერავინ!

ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს ჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics