17:20 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-06 10:18:26, 1939 ნახვა

სამართალი
ექიმ გიორგი ახობაძის განაჩენი დღეს 16:00 საათზე გამოცხადდება

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი დღეს, 6 აგვისტოს გამოცხადდება. იგი საპროტესტო აქციების მსვლელობისას დააკავეს.სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზეა დანიშნული.

ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ავრცელებს. ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი მას  5 აგვისტოს, სასამართლოდან შეატყობინეს.

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა, რომელსაც განაჩენი 25 ივლისს უნდა გამოეცხადებინა, აღნიშნული სხდომა მოულოდნელად გადადო.

ექიმი გიორგი ახობაძე გასული წლის 7 დეკემბერს დააკავეს, როცა ის დედაქალაქის ცენტრში, რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. სახელმწიფო უწყებები აცხადებდნენ, რომ ის ნარკოტიკულ საშუალებას ფლობდა. წაყენებული ბრალით, მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. მის საქმეში არ არსებობს ე.წ. ნეიტრალური მტკიცებულება (ვიდეოჩანაწერი და ა.შ.), რომელიც მის დანაშაულს დაამტკიცებდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics