2025-08-05 16:46:23, 2848 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილმა 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების ბრძანება გასცა
მიხეილ ყაველაშვილმა 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების ბრძანება გასცა. შესაბამისი ინფორმაცია მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა.
„საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის, ბრძანებულების თანახმად, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ბრძანებულებას ასევე ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ორგანული კანონის 133-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის შემდეგი არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს არის დაგეგმილი“, - ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის N05/08/01 ბრძანებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,